პროექტის მთავარი იდეა (თემა): მოსწავლეები გაეცნობიან თუ როგორ ერთობოდნენ უძველეს დროში და როგორ ერთობიან ახლა.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას დამოუკიდებლად და პრეზენტაციას აკეთებენ ინგლისურ ენაზე. შეიძენენ თანამშრომლობითი მუშაობის უნარს, გაამდიდრებენ ლექსიკურ მარაგს.
პროექტის მიზანი: სხვადასხვა ქვეყნების გასართობების გაცნობა, ლექსიკური მარაგის გამდიდრება, ზეპირი და წერილობითი აქტივობები ისტ-ის გამოყენება, ელექტრონული პრეზენტაციის გაკეთება.
მონაწილეთა ასაკი: 14-16 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: 6 დღე.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გააკეთებენ ელექტრონულ პრეზენტაციას ინგლისურ ენაზე: ”Is this entertainment or is this horror?”
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი, სახელმძღვანელო, სურათები. დაიხმრებენ ისტორიის მასწავლებელს.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
აქტივობა 1. დრო 6 დღე. მოსწავლეები დაყოფილია 3 ჯგუფად, მიცემული აქვთ დავალებები. თითოეული ჯგუფი ირჩევს თავისთვის საიტერესო ქალაქს, ადგილს და მოიპოვებს მასზე ინფორმაციას, თუ რა გასართობებით გამოირჩევა ის.
აქტივობა 2. დრო 3 დღე. მოსწავლეები ახარისხებენ მოძიებულ ინფორმაციას. მაგ: თუ ოგორ ერთობოდნენ რომაელები ადამიანებით ანუ გლადიატორებით და როგორ ერთობიან დღეს მაგ: კომპიუტერული თამაშებით, ტელევიზორის ყურებით ან წიგნის კითხვით. ბავშვები ემზადებიან პრეზენტაციისათვის.
აქტივობა 3. დრო 1 დღე. პრეზენტაციის წარდგენა. მათი წარდგენა.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინგლისური ენა და ისტორია.
პროექტის ხელმძღვანელი: მზია ხუჭუა.
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: khuchuamzia@gmail.com
No comments:
Post a Comment